შეიცანი კინო, შეზლონგზე ინტერკულტურული პერსპექტივიდან!
13 ივლისს იწყება კინოჩვენება საერთო ცის ქვეშ. ზაფხულის ყოველ ოთხშაბათს, 20:15 საათზე, ჩვენი კორპუსის ეზოში, ქ.ფოკსალ 11 (ul. Foksal 11), თქვენ შეძლებთ უყუროთ ფილმებს უკრაინიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან და ინდოეთიდან – იმ ქვეყნებიდან, რომლებიდანაც ჩამოსული ადამიანები ვარშავის მაცხოვრებლების სულ უფროდაუფრო დიდ ნაწილს შეადგენენ. სეანსში შედის ცხრა ახალი ფილმი (2017-2021), პოლონელი მაყურებლისთვის აქამდე უცნობი დასახელებები, როგორიცაა „დიდი ინდური სამზარეულო” რეჟ. ჯეო ბეიბი.
ჩვენებამდე – 20:15 საათზე, მოგეცემათ საშუალება გაესაუბროთ მოწვეულ ხელოვნებს, ექსპერტებს, რომლებიც შეეცდებიან უფრო ახლოს გაგვაცნონ თითოეული ფილმი და ქვეყანა.
კინოპროგრამის მთავარი თემა უკრაინის, ბელორუსის, ინდოეთის და საქართველოს თანამედროვე სოციო-კულტურული მდგომარეობა. მთავარი იდეა გახლავთ დედაქალაქის ახალ მაცხოვრებლებთან ინტერკულტურული დიალოგისთვის სივრცის უზრუნველყოფა შეხვედრებისთვის, განხეთქილებების და სტერეოტიპების მიღმა.
შეხვედრის გეგმა:
- 20:15 – საუბარი მოწვეულ სტუმრებთან
- 21:00 – კინოჩვენება
მიმოხილვა დასრულდება პოლონეთის კინოსკოლებისა და ვაიდას სკოლის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ გადაღებული ეტიუდებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრეზენტაციით.
ღონისძიებას თან ახლავს პოდკასტების სერია, ინტერკულტურული განათლების თემა, მულტიკულტურალიზმის სულიერი ფესვები და სხვის მიმართ გულისხმიერება.
ჩვენებებზე შესვლა უფასოა !
ივლისის რეპერტუარი
27 ივლისი | საქართველო
20:15 – საუბარი მოწვეულ სტუმრებთან | 21:00 – კინოჩვენება
რას ვხედავთ როცა ცას ვუყურებთ?(2021)
რეჟ. ალექსანდრე კობერიძე
ხანგრძლივობა, 150′
როლებში: ირინა ჭელიძე, გიორგი ამბროლაძე, ვახტანგ ფანჩულიძე, ანი ქარსელაძე
ზაფხული, ულამაზესი, უძველესი ქართული ქალაქი ქუთაისი. სიყვარულის ზღურბლზე მყოფი წყვილი ლიზა და გიორგი დაწყევლილია – სიზმარში იდუმალ ტრანსფორმაციას განიცდიან და მეორე დღეს სარკეში უცხო სახეს ხედავენ და არა საკუთარს. როცა პაემანზე მოდიან, ერთმანეთს ვერ ცნობენ. თუმცა, ბედს სურს, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.
იხილეთ თრეილერი.
აგვისტოს რეპერტუარი
24 აგვისტო | საქართველო
20:15 – საუბარი მოწვეულ სტუმრებთან | 21:00 – კინოჩვენება
მეოთხე ბრაიტონი (2021)
რეჟ. ლევან კოღუაშვილი
ხანგრძლივობა, 95′
როლებში: ლევან თედიაშვილი, კაჩი კალსაძე, ნადეჟდა მიჩალკოვა
კაჩი, ყოფილი ქართველი მოჭიდავე, თბილისიდან ბრუკლინში, ბრაიტონ ბიჩში მიემგზავრება, რათა დაეხმაროს თავის შვილს სოსოს აზარტული თამაშების დავალიანებასთან გამკლავებაში, რასაც ხშირად კომიკური და ტრაგიკული სიტუაციები მოჰყვება.
Ჯილდო:
2022 წლის ოსკარის კანდიდატი საქართველოდან
საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი – TRIBECA FILM FESTIVAL.
იხილეთ თრეილერი
ჩვენების პარტნიორები არიან: ვაიდას სკოლა, ფონდი თავისუფლებისთვის, ფონდი სხვა სივრცე, უკრაინის მეგობართა საზოგადოება, ბელორუსული სახლი, უკრაინა! FF, One Caucasus, Transkaukazja, Epson
მედია პარტნიორები: TVP KULTURA, Miesięcznik KINO, FilmWeb, IMI Radio, Życie Śródmieście.
კინოჩვენება დაფინანსებულია კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის კულტურის ხელშეწყობის ფონდიდან – სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო ფონდიდან.
Dofinansowano ze środków Ministra Kultury i Dziedzictwa Narodowego pochodzących z Funduszu Promocji Kultury – państwowego funduszu celowego.
Projekt współfinansowany ze środków Polskiego Instytutu Sztuki Filmowej.